მსოფლიო 9.05.2019 Автор: gizo 55 0

ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა

დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.
შესაბამის განკარგულებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის დროს, მოაწერა. ხელმოწერის შემდეგ კი განაცხდა, რომ ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერი სამშვიდობო გარიგება უნდა ითვალისწინებდეს ისრაელის უფლებას, საკუთარი თავი დაიცვას.
გოლანის მაღლობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა “ისტორიული” უწოდა და დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.
გოლანის მაღლობებზე ისრაელსა და სირიას შორის დავა წლებია, გრძელდება. სირიას ის 1944 წლიდან ეკუთვნოდა, თუმცა, ისრაელმა 1967 წლის ომის დროს დაიკავა, რაც გაერომ ანექსიად შეაფასა.

ახალი ამბები
240x400
ახალი ამბები